ანა ბიბილაშვილი და ნიკა ჩერქეზიშვილი - მეტრო გოცირიძის სამუშაოს დასრულების ვადა წელიწადზე მეტია გავიდა, მერიამ კი ტერიტორიიდან საინფორმაციო ბანერები გააქრო

„ლელოს“ მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგი გამართეს და გოცირიძის მეტროს სარეაბილიტაციო პროცესში არსებულ კორუფციაზე ისაუბრეს.

ბიბილაშვილის თქმით, გოცირიძის მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების მძიმე დარღვევით მიმდინარეობს, მერია კი პასუხისმგებლობას არ იღებს.

„გოცირიძის მეტროსადგურის რეკონსტრუქცია ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ პირობებში შესაძლოა შემდეგი წლის თებერვალშიც ვერ დასრულდეს.

ეს მეტროსადგური საქალაქო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის საკვანძო მნიშვნელობის სადგურია, რომლითაც სარგებლობს ასიათასობით ადამიანი, როდესაც გადაადგილება ისედაც პრობლემურია. არ შეიძლება ადამიანებს ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალება ჩაუკეტო. მერია კი აღნიშნულ პრობლემაზე განცხადებას არ აკეთებს, პირიქით ადგილიდან საბანერე ინფორმაციაც კი გააქრეს, სადაც შევძლებდით გვენახა, თუ როდისაა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა. პრობლემა არის სწრაფად მოსაგვარებელი, რადგან ქალაქისა და ადამიანებისთვის დღეებიც კი გადამწყვეტია. უნდა დასრულდეს რეაბილიტაცია და უნდა გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეიძლება მოკლე ვადაში“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

მეტროსადგურ გოცირიძის გაჭიანურებულ რეკონსტრუქციაზე ისაუბრა ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა წელიწადზე მეტია გავიდა, მერიამ კი, რაც ამ დროში გააკეთა, მხოლოდ "საინფორმაციო ბანერის ჩამოხსნა და გაქრობაა".

„ყოველი ვადის გასვლის შედეგ ხსნიან ბანერს, რაც ინფორმაციის წყაროს უკეტავს მაცხოვრებლებს. როდესაც ტრანსპორტი ამოძრავდება ნაძალადევი მაინც ჩაკეტილი დარჩება. მიმდებარე ტერიტორიაზე კი არის მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც უტრანსპორტობის გამო ფერხდება“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა