10 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, რეგულაციების დარღვევის გამო 25 ობიექტი დაილუქა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საზედამხედველო უწყებების მხრიდან 1842 აქტივობა განხორციელდა, დაჯარიმდა 1 ობიექტი.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, 10 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე პერიოდში რეგულაციების დარღვევის გამო 25 ობიექტი დაილუქა.

“ბოლო 24 საათში, საზედამხედველო უწყებების მხრიდან განხორციელდა 1842 აქტივობა, მათ შორის, 1571 ინსპექტირება, სადაც გაფრთხილება გაიცა. სხვა შემთხვევაში გადამოწმდა კითხვარი და ობიექტები სრული რეკომენდაციების დაცვით ფუნქციონირებდნენ, გარდა ამისა, დაჯარიმდა 1 ობიექტი. 2021 წლის 10 აგვისტოდან საანგარიშო პერიოდში, 6 სექტემბრის მდგომარეობით, ჯამში საზედამხედველო უწყებების მხრიდან, განხორციელდა 22 254 აქტივობა, მათ შორის, დაჯარიმდა 49 ობიექტი, აქედან 30 იყო იურიდიული და 19 ფიზიკური პირი, რეგულაციების დარღვების გამო 25 ობიექტი დაილუქა",-აღნიშნავს ფერაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი