ნიკოლოზ სამხარაძე - ესტონეთის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრისას გამოვხატეთ სურვილი, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის მხრიდან მეტი ყურადღება მიექცეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, რომელიც ვენაში, პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იური რატასთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ვისაუბრეთ ქართულ-ესტონური ურთიერთობების განვითარებაზე/ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კარგი პოლიტიკური თანამშრომლობა, არის, მაგალითად, ეკონომიკური საკითხები, თუნდაც, ვაჭრობა, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ვისაუბრეთ, ასევე, საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც მეგობრობის ჯგუფებს შორის, ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის. ესტონეთის პარლამენტის სპიკერი განსაკუთრებით დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და იმით, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, ესტონეთმა იმისთვის, რომ ეს სიტუაცია უფრო შემსუბუქდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენი ნატოში ინტეგრაციის გეგმებზე და რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სურვილი, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის მხრიდან მიექცეს მეტი ყურადღება და იყოს მეტი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ეს ქვეყნები უფრო მალე დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ასევე, ვისაუბრეთ წევრობის პერსპექტივის მინიჭებაზე საქართველოსთვის. ესტონეთი ამ იდეას მხარს უჭერს, თუმცა, საჭიროა, რომ ევროკავშირის დონეზეც მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა. ჩვენ მივაწოდეთ მოკლედ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთო/ოდირის მისია იქნება, რომელიც დააკვირდება ამ არჩევნებს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის ცნობით, დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან და კამერუნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მარსელ ნიფენჯისთან. შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. კახა კუჭავამ იური რატასს საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა