ადვოკატის განცხადებით, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატის სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმულის უფლებას იყენებს.

ადვოკატის თქმით, დაკავებულისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ადვოკატის განცხადებითვე, რაფაელ მურსაკულოვის ბრალს 9 სექტემბერს წარუდგენენ.

ამასთან, როგორც სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, ბრალდებული გარდაცვლილს არ იცნობდა და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

„მე შევხვდი უკვე ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს, მოვისმინე მისი პოზიციებიც. ოფიციალური ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ მისთვის, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება. რაც შეეხება მის პოზიციას, იგი ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. ასე რომ, კონკრეტულად მესამე პირები და სხვა პირები მონაწილეობენ თუ არა, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია, ხვალ გადმომცემენ. რაც შეეხება კითხვას იცნობდა თუ არა მას, ის აცხადებს, რომ არ იცნობდა, არანაირი შეხება ამ პიროვნებასთან არ ჰქონია. ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს. კონკრეტულად ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ, რას გვედავებიან“, - განაცხადა ავდოკატმა.

შეკითხვაზე, ბრალდებული თანამშრომლობდა თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ და რა სახის თანამშრომლობა იყო ეს, ავდოკატმა აღნიშნა:

„ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, ამ თემასთან შეხებაში არ არის“, - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

იხილეთ ვიდეო:ადვოკატის განცხადებით, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა