გივი მიქანაძე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე - დღეს გავრცელდა ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, რომ ეს ადამიანი თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერიც იყო

დღეს გავრცელდა კონკრეტული ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, რომ ეს ადამიანი ასევე თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერიც იყო, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ამასთანავე, როგორც მიქანაძემ აღნიშნა, არის იმგვარი კამპანიის წარმართვის მცდელობა, თითქოს მკვლელობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ სახე იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მიქანაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიის აქტივისტი იყო ბრალდებული.

„არასწორი განცხადებაა, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ კეთდება აქცენტები, დღეს გავრცელდა კონკრეტული ინფორმაცია ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში, რომ ეს ადამიანი ასევე თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერიც იყო, მე მგონი ამის შესახებ ხართ ინფორმირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომელიც ძალიან მაღალპროფესიონალიზმით გამოირჩევა, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვისი აქტივისტია ეს ადამიანი, კონკრეტული ადამიანი რომ სჩადის დანაშაულს, ამ ადამიანის მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ჩვენ გვყავს ათი ათასობით მხარდამჭერი, ჩვენთვის რთულია განვსაზღვროთ, ვის რა ფიქრი აქვს და ვის რა ზრახვა აქვს, აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ კონკრეტული ადამიანის მიერ ასეთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი ამ წუთას იკვეთება, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აქტივისტობის კუთხით იყო რაღაც კონტექსტში დაკავშირებული და ამ კუთხით არის მცდელობა აიწიოს კამპანია, თითოქოს „ქართული ოცნების“ სახე იყო ეს ადამიანი. ეს ადამიანი იყო აქტივისტი, რომლის ფიქრები და ზრახვები ჩვენთვის არ იყო ცნობილი და ეს ვერც გვეცოდინებოდა. გამოძიებამ მყისიერად მოახდინა რეაგირება, მიუხედავად იმისა თუ რომელი პარტიის აქტივისტი იყო ეს ადამიანი,“- განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა