კახა კალაძე ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაზე - მართლაც ღირსეული ოპერაციაა ჩატარებული - რაც შეეხება ბადრი ესებუას, მოვა ამის დროც, ისიც დაკავებული იქნება

მოვა ამის დროც, ესებუაც დაკავებული იქნება. ვიცი, ძალიან განიცდით და ძალიან მალე აღსრულებაში მოვა , - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კითხვას, „დღეს ყვარელში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა არის თუ არა იმის მაგალითი, რომ ბადრი ესებუა დღემდე დაუსჯელია და მსგავსი ქმედება წახალისდა“.

კახა კალაძემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა დღეს ყვარელში ჩატარებული სპეცოპერაციისთვის.

„ნათელი მაგალითი არის ის, რომ ვახტანგ გომელაურს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მართლაც ღირსეული ოპერაციაა ჩატარებული. რაც შეეხება ბადრი ესებუას, მოვა ამის დროც, ისიც დაკავებული იქნება. ვიცი, ძალიან განიცდით და ძალიან მალე აღსრულებაში მოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, ყვარელში "საქართველოს ბანკის" შენობაში ერთი პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შსს-მ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი გათავისუფლდა და თავდამსხმელი დააკავეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი