მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის მიერ ჩატარებული კვლევით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება“ 32 მანდატს, „ნაცმოძრაობა“ კი 12 ადგილს მოიპოვებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება“ 32 მანდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 12 ადგილის მოპოვებას შეძლებს.

კვლევის თანახმად, თბილისის საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდებოდა:

„ქართული ოცნება -32 მანდატი,

„ნაციონალური მოძრაობა“ – 12 მანდატი

„საქართველოსთვის“ – 3 მანდატი

„გირჩი- მეტი თავისუფლება“ – 2 მანდატი

„მოქალაქეები“ – 1 მანდატი

„შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში მაჟორიტარების ჩათვლით მყარ უმრავლესობას მოიპოვებს. კვლევებით გამოვლენილი მონაცემები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებშიც უპირობო ლიდერია. ამისთვის, პირველ რიგში, დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებთ მასშტაბური პროექტებით და ყველა რაიონისა თუ უბნის დონეზე გაკეთებული საქმეებით,“- განაცხადა მდინარაძემ.

პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ საველე სამუშაოები თბილისში, 4-8 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2975 რესპოდენტი, ცდომილების ზღვარი არის 3%.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი