ლევან სამუშია - დღეს პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს დასცინა, როდესაც განაცხადა, რომ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე არის დაცული

დღეს პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს დასცინა, როდესაც განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე არის დაცული , - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პრემიერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე დაცულია.

სამუშიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში უმძიმესი კრიმინალური ფონია.

„დღეს პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს დასცინა, როდესაც განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე არის დაცული, ეს ის ადამიანია, რომელმაც მოაწყო 5 ივნისი, რომელმაც მთავრობის ტრიბუნიდან ხალხის დარბევის ბრძანება გასცა, რასაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქვეყანაში უმძიმესი კრიმინალური ფონია და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიშს იხდიდეს ხალხს ატყუებს და გვეუბნება, რომ ქვეყანაში ხალხი არის დაცული. ეს არის დაცინვა და ამ დაცინვას ჩვენი მოქალაქეები 2 ოქტომბერს გასცემენ შესაბამის პასუხს", - აღნიშნა სამუშიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა