„ბიონტექი“ „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის 5 წლის ასაკიდან გამოყენების ნებართვის მოთხოვნით მარეგულირებლებს მიმართავს

კომპანია „ბიონტექს“ „ფაიზერთან“ ერთად შექმნილი კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის 5 წლის ასაკიდან ბავშვებში გამოყენების ნებართვის მოპოვება სურს.

„5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებული ჩვენი კვლევის შედეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარეგულირებლებს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში წარვუდგენთ და ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის გამოყენების დამტკიცებას მოვითხოვთ, მათ შორის ევროპაში“, - განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ოზლემ ტიურეჩიმ გამოცემა Der Spiegel-ს.

შეგახსენებთ, „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინა ამჟამად დამტკიცებულია 12 წლის ზემოთ ასაკის პირებში გამოყენებისთვის.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ