ნათია თურნავა - ყოველთვის დავეხმარებით რეგიონში ინვესტორებს და ხელს შევუწყობთ მათ გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ინვესტორებს ხელს შეუწყობს და გაფართოებაში დაეხმარება.

ამის შესახებ მინისტრმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ჯინსების სამკერვალო ფაბრიკაში განაცხადა, სადაც ნათია თურნავა, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში გიორგი ურუშაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძესთან ერთად ესტუმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ჯინსების სამკერვალო ფაბრიკის მფლობელ კომპანია "ოზურგეთი დენიმს" „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის უძრავი ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მიწის ნაკვეთი რამდენიმე წლის წინ სიმბოლურ ფასად გადაეცა.

მათივე ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე პროდუქციას აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა URBAN, PIECES, GINA TRICOT, LIU JO, NOISY MAY, VERO MODA, GEORGE, VERO MODA-CURVE, NEW LOOK, ONLY, CUBUS. ოზურგეთში შეკერილი პროდუქცია ევროპაში გადის ექსპორტზე.

ნათია თურნავას თქმით, ინვესტორმა სრულად მოახდინა წლების წინ ნანგრევად ქცეული ადგილის რეაბილიტაცია, სადაც დღეს საწარმო მდებარეობს.

„დღეს საწარმოში დასაქმებულია 150 ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის ძირითადად ქალბატონები. ამ ადამიანების მიერ შეკერილი პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადის ექსპორტზე. მოხარული ვარ, რომ ამ ადამიანებს თავისი დაუღალავი შრომით საკუთარი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში. კომპანიას აქვს გაფართოების სურვილი და ჩვენ კვლავაც დავუდგებით მათ გვერდში. სწორედ ამისთვის არის ჩვენი ახალი პროგრამები, რომელიც ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ და რომელიც უკვე ამოქმედებულია. ეს არის საექსპორტო დარგებისა და ადგილობრივი ქართული წარმოების წახალისების პროგრამები. ჩვენი ყოველთვის დავეხმარებით რეგიონებში ინვესტორებს ასეთი პროექტების განხორციელებაში, ვინაიდან პირველ რიგში, ეს არის ჩვენი მოსახლეობის დასაქმება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა