ანა ბიბილაშვილი - მთავრობა ქალაქის გარეუბნებს თბილისის ნაწილად არ თვლის და ასეთი ქუჩების მოწყობა, მათ დღის წესრიგში არ დგას

"ლელოს" მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ნაძალადევის რაიონის ლეჩხუმისა და ღრმაღელის ქუჩების მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ აცნობეს, ბიბილაშვილისა და ჩერქეზიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის მიზეზისავალიგზისარქონადაინფრასტრუქტურული პრობლემაა, რომლისმოგვარებაცადგილობრივებიდიდიხანიაელოდებიან.

ნაძალადევში მოსახლეობასთან შეხვედრისას, "ლელოს" მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას თბილისი დღეს მხოლოდ ცენტრალური ქუჩები ჰგონია, გარეუბნები კი უყურადღებოდ და ბედის ანაბარა ჰყავს დატოვებული. "ვუსმენდით პრემიერ-მინისტრს როგორ იწონებდა თავს გზების მოწყობით და ითვლიდა თუ რამდენი კილომეტრი გზა დააგო მისმა მთავრობამ, თუმცა როგორც ჩანს, მან განგებ გამოტოვა რამდენიმე ქუჩა. თბილისში ჩვენს თვალწინ რამდენიმე ქუჩაზე გზის არქონის გამო გადაადგილება არის შეუძლებელი. მცხოვრებლები თავიანთ სახლებთან ვერ მოდიან ტრანსპორტით, გადაადგილება უჭირს სასწრაფო დახმარების მანქანებსაც. თითქოს ეს უბნები არ ითვლება ქალაქის ნაწილად და აქ არ უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა. არ არის სანიაღვრე სისტემა, არ არის ტროტუარები. თბილისი არ არის მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, ეს ქალაქი არის ყველასი ვინც აქ ცხოვრობს და თანაბარ პირობებში ყოფნას იმსახურებენ. სამწუხაროდ, ქალაქის მმართველობა ადამიანებს არ პასუხობს. არც ეს ქუჩები მიაჩნიათ ქალაქის ნაწილად და მათი დღის წესრიგში არსებული პრობლემების მოგვარებაც არ დგას. ჩვენი ამოცანაა ყველა ქუჩაზე მივიდეთ, ყველა ადამიანს მოვუსმინოთ და მათი გასაჭირი გავიაროთ. თბილისი უნდა ვაქციოთ ქალაქად, რომელიც იქნება ყველა ადამიანის,"- განაცხადა ანა ბიბილაშვილმა. "ხალხი ბიუჯეტში იხდის თანხას, ბიუჯეტი კი მხოლოდ ცენტრალური ქუჩების ფასადურ მოწყობას ხმარდება“, - ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა ისაუბრა. „ვიმყოფებით კალაძის პარალელურ თბილისში, რამდენიმე ქუჩა მოვიარეთ და ყველაზე დიდ გამოწვევას რასაც წავაწყდით სავალი გზის პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს პრობლემა ისევ მოუგვარებელი რჩება. მოსახლეობას არ უნდა უხდებოდეს ხვეწნა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან ეს ხალხი ბიუჯეტში იხდის თანხას, ბიუჯეტი კი მხოლოდ ცენტრალური ქუჩების ფასადურ მოწყობას ხმარდება"-განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა