მოსალოდნელი ნალექის რაოდენობის და ინტენსივობის პროგნოზირების გაუმჯობესების მიზნით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 4 241 336 ლარს შეადგენს. რადარის მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი მეტეოროლოგიური რადარის მეშვეობით შესაძლებელი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექის რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციისა და გაფრთხილებების შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს. რადარის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. ანალოგიური რადარი, გასულ წელს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა და ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ განათავსა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა