ნათია თურნავა - ტრანსპორტის არქონა ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს დისკომფორტს უქმნის, ამიტომაც გაიხსნა, სხვა შემსუბუქებებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩვენ ვინარჩუნებთ იმ რეგულაციებს, რაც არის

სხვა შემსუბუქებებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმ რეგულაციებს, რაც დღეს არის - ინფიცირებულთა მაჩვენებელი ნელა მოდის დაბლა, დაველოდოთ დასტაბილურებას,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა არსებული ეპიდვითარების ფონზე შეზღუდვების შემსუბუქება.

როგორც თურნავა აღნიშნავს, ეპიდვითარების სტაბილიზაციაში მობილობის შეზღუდვამაც შეასრულა პოზიტიური როლი.

„ეპიდვითარება სტიბილურდება. ამ დასტაბილურებაში პირველი, რაც მოქმედებს ვაქცინაციის მაღალი ტემპია, მაგრამ, მობილობის შეზღუდვამაც თავისი პოზიტიური როლი შეასრულა.

ვიცით, რომ ტრანსპორტის არქონა ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს დისკომფორტს უქმნის, ამიტომაც გაიხსნა. სხვა შემსუბუქებებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩვენ ვინარჩუნებთ იმ რეგულაციებს, რაც დღეს არის. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ნელა მოდის დაბლა, დაველოდოთ დასტაბილურებას“,-აღნიშნავს თურნავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა