ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში „თიბისის” მოსწავლის ბარათის მფლობელები დღეში 2 უფასო მგზავრობით ისარგებლებენ

სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას „თიბისის“ მოსწავლის ბარათს გამოიყენებენ, სპეციალური საშეღავათო ტარიფით, კერძოდ, დღეში ორი უფასო მგზავრობით ისარგებლებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიახლე ფოთის მუნიციპალიტეტის ინიცირებით და ფოთის სატრანსპორტო კომპანიის დახმარებით 13 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის თიბისის ფოთის ფილიალებში გაცემულ ყველა მოსწავლის ბარათზე მოქმედებს. შეღავათი ეხება მხოლოდ ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტს.

„მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს, შესაძლებლობა ექნებათ რომ ყოველი 24 საათის განმავლობაში ისარგებლონ 2 უფასო მგზავრობით ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტში.

მათ, ვისაც სურთ აღნიშნული საშეღავათო ტარიფით სარგებლობა და თიბისის მოსწავლის ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ფოთის ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, 2 სამუშაო დღეში ამოქმედდება.

ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის აგვისტოდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა