საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პროკურატურაში პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი (აპლიკაცია) უნდა გამოგზავნონ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.

მათივე ცნობით, სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს.

„სტაჟიორთა კონკურსი ჩატარდება ოთხ ეტაპად. პირველი - შემოსული განაცხადების (აპლიკაციების) გადარჩევა, მეორე და მესამე ეტაპი ჩატარდება ტესტირების ფორმით, რომელთა წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

წარმატებული სტაჟიორობის კანდიდატები, შესაბამისი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, გაივლიან ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს პროკურატურაში - დაინიშნებიან სტაჟიორად საპროკურორო უფლებამოსილებით ან სტაჟიორად პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით.

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია და სტაჟიორების ხელფასი 960 ლარის ოდენობით იქნება განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და გამომძიებლების 50%-ზე მეტი სწორედ სტაჟირების გზით არის დასაქმებული, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირები“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი