ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვისთვისაა კორონავირუსის ტესტი უფასო და ვისთვის - ფასიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვისთვისაა კორონავირუსის ტესტი უფასო და ვისთვის - ფასიანი.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დღეში საშუალოდ 38-40 ათასი ტესტი კეთდება და აქედან ფასიანი მხოლოდ 3-5%-ია. მისი თქმით, ვისთვისაც ტესტირება უფასო იყო, კვლავ ასე რჩება და ამის შესახებ დადგენილების შეცვლა ჯერჯერობით არავის მოუნდომებია.

„არაფერი შეცვლილა. მთავრობის 975-ე განკარგულებაა, რომელიც განსაზღვრავს, ვისთვისაა ტესტირება უფასო და ვისთვის - ფასიანი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასიდან 40 ათასამდე, აქედან ფასიანი არის 3-5%. დანარჩენი არის სახელმწიფოს ხარჯზე. ანუ, ექიმებს ეკუთვნის ორ კვირაში ერთხელ, ზოგიერთი პროფილის ექიმს კვირაში ერთხელ, პოლიციის, საბაჟოს თანამშრომლებს - ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფოს ხარჯზეა, ეს ყველაფრი არ შეცვლილა და ტესტების მარაგიც ქვეყანაში საკმარისია.

თუ ვინმეს უნდა ყოველ დღე გაიტესტოს, ისინი მიდიან და თავის ხარჯით იტესტებიან, მაგრამ რაც დადგენილია სახელმწიფოს მიერ, ანუ ვისთვისაც უნდა იყოს ტესტირება უფასო ისევ უფასოა. არაფერი შეცვლილა და არც არავის მოუნდომებია ჯერჯერობით, რომ რამე შეეცვალა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა