ირაკლი ღარიბაშვილი - თუ ხარ შენი ქვეყნის მტერი, მაშინ უნდა მოიქცე, როგორც იქცევა გვარამია, სააკაშვილი, მელია, ბოკერია, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, სადიზმით გამორჩეული ადამიანები

დღეს ხალხი არის დაძაბული, ისედაც ამდენი პრობლემა აქვს ჩვენს მოსახლეობას, გაჭირვება არის ჯერ კიდევ, უმუშევრობა, სიღარიბე და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ყველანი ვკონცენტრირდეთ ამ ძირითადი გამოწვევების მოგვარებაზე, ადამიანები ყოველდღე ასმენინებენ თავიანთი პროვოკაციული ტელევიზიებით ასეთ უშინაარსო, გაუგებარ არავისთვის საინტერესო შეთხზულ ისტორიებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობის მთავარი პრობლემა არის სიღარიბე, უმუშევრობა.

„ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა სჭირდება, ყველას სჭირდება სტაბილურობის განცდა, რომ მოქალაქეებმა დაგეგმონ უკეთესი ხვალინდელი დღე, რომ უკეთეს საქართველოში ცხოვრობდნენ მათი შვილები, მათი შვილიშვილები, ჩვენი მოხუცები ღირსეულად ატარებდნენ დარჩენილ წლებს, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. თუ გიყვარს ქვეყანა, ეს არის მთავარი საზრუნავი, თუ ხარ შენი ქვეყნის მტერი, მაშინ უნდა მოიქცე, როგორც იქცევა გვარამია, სააკაშვილი, მელია, ბოკერია, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, სადიზმით გამორჩეული ადამიანები, რომელებმაც დაანგრიეს ქვეყანა და გადაუარეს ხალხს პირდაპირ. დღესაც ძალადობენ და სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ვინც ნებსით თუ უნებლიეთ და, რა თქმა უნდა, აქ უნებლიეთ არავინ არ აკეთებს, ყველას აქვს გააზრებული კარგად, თანამონაწილენი არიან ამ მტრობის და მტრული დაჯგუფების, რა თქმა უნდა, ისინიც არიან სააკაშვილის სახე და ისინიც ემსახურებიან სააკაშვილის მთავარ ამოცანას.

რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდად, დემოკრატიულად, გამჭვირვალედ ჩავატარებთ მორიგ არჩევნებს 2 ოქტომბერს დამაჯერებლად, ძლიერად გავიმარჯვებთ ყველგან, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. 2 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს ალტერნატივა, ეს არ არის საუკეთესო მოცემულობა, მაგრამ ეს არის რეალობა. ჩვენ გვინდა, რომ იყოს რა თქმა უნდა, ბევრი ალტერნატივა ქვეყანაში, მაგრამ როცა რეალობა არის სახეზე მეორე მხარეს არის ისევ ეს ბინძური, მტრული ძალა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, არ მივცემთ უფლებას ხელმეორედ ჩვენი ქვეყნის დანგრევის, გაეცემა პასუხი ყველას და ყველაფრისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა