პარლამენტის კულტურის კომიტეტი ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით წარდგენილ პეტიციას კულტურის სამინისტროს გადაუგზავნის

ხმაურიანი და ემოციური მსჯელობის შემდეგ, პარლამენტის კულტურის კომიტეტმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით წარდგენილი პეტიციის კულტურის სამინისტროსთვის გადაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეზურნიშვილმა განმარტა, საკითხი ძალიან აქტუალურია, რადგან ხელოვნების მუზეუმის მდგომარეობა სავალალოა.

მეზურნიშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კომიტეტი კულტურის სამინისტროს პოზიციას მიიღებს და უწყების პასუხებს შემდეგ, საკომიტეტო მოსმენა გაიმართება.

პარლამენტის კომიტეტმა უწყებას ერთთვიანი ვადა მისცა.

კომიტეტის გადაწყვეტილებას პეტიციის სამინისტროში გადაგზავნის თაობაზე პეტიციის ავტორი საინიციატივო ჯგუფის წევრები უარყოფითად შეხვდნენ. როგორც “საიას“ წარმომადგენელმა სულხან სალაძემ განაცხადა, პეტიციის სამინისტროში გადაგზავნა ალოგიკური და სამართლებრივ რეალობას მოკლებულია, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება საპარლამენტო ზედამხედველობას ვერ განახორცილებს. სალაძემ განაცხადა ისიც, რომ აღნიშნული პეტიცია სამინისტროში უკვე წარდგენილია და მისი პარლამენტისგან გადაგზავნა საჭირო არ არის.

“პეტიცია პარლამენტს 18 აგვისტროს წარედგინა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა: - არც დეტალური გეგმა გამოქვეყნებულა. იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შენობის რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული, ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და საჯარო არ გამხდარა. ეს პროცესი არის ჩაკეტილი. ამიტომაც ვითხოვთ, პროცესებმა საკანონმდებლო ორგანოში გადმოინაცვლოს. დარჩით იმ ფუნქციაში, რაც არის პარლამენტის ფუნქცია და საზედამხედველო საქმიანობა განახორციელეთ“, - მიმართა სულხან სალაძემ კომიტეტის წევრებს.

ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ პეტიციას 2500-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს.

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და მასში დაცული ქართული კულტურის საგანძური საფრთხეშია.

პეტიციის ავტორები ითხოვენ, პარლამენტი დაინტერესდეს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს როგორც საკითხის საჯაროობა, ისე მიმდინარე პროცესებზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება.

პეტიციაზე ხელმომწერთა მოთხოვნაა: -

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტების მონაწილეობით უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტის შესრულება. ინფორმაცია აღნიშნული ყველა ეტაპზე იყოს ღია და ხელმისაწვდომი. წარმოადგინოს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების და ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილის მითითებით. უზრუნველყოფილი იყოს როგორც აღნიშნული პროცესის საჯაროობა, ისე პროფესიული საზოგადოების ჩართულობა.

პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები, ვინც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების, რესტავრაციის და შენობაში ხელოვნების მუზეუმის დაბრუნების საკითხს. სამინსიტროს მხრიდან პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა კვლევის ან ვისი პროფესიული რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეროვნული მუზეუმის, როგორც ერთიანი ინსტიტუციის დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა