BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს

BDO Digital-ი, პოლონური კომპანია Velis-სთან პარტნიორობით, ქართულ ბიზნესს თანამედროვე, საერთაშორისო პროგრამულ გადაწყვეტასSingu FM-ს სთავაზობს.

Singu FM – შენობების შიდა მეურნეობის და გრძელვადიანი აქტივების მართვისთვის შექმნილი პროგრამაა. მისი საშუალებით ხდება აქტივებით სარგებლობის პერიოდის მაქსიმიზაცია. მარტივდება მეიჯარეებისთვის მომსახურების გაწევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავაჭრო ცენტრების, თუ საოფისე ფართების პროვაიდერებისთვის. Singu FM-ი ქლაუდ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა, რომელიც არ მოითხოვს სერვერულ ინფრასტრუქტურას.

Singu FM-ის ფუნქციონალით შესაძლებელია:

  • გაიწეროს ძირითადი საშუალებების გეგმიური შემოწმებების პერიოდულობა და საჭირო მოქმედებები
  • მეიჯარეებმა სისტემაში დააფიქსირონ წარმოქმნილი ინციდენტები და თვალი ადევნონ საკითხის გადაჭრას
  • თანამშრომლებს შორის განაწილდეს შენობის შიდა მეურნეობის მართვისთვის საჭირო დავალებები და გაკონტროლდეს მათი შესრულება
  • ერთ სისტემაში მოექცეს აქტივებთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია
  • მოულოდნელ და გადაუდებელ რემონტთან დაკავშირებული ხარჯების გაწევამდე მოხდეს მათი რამდენიმე დონეზე დადასტურება
  • დაფორმირდეს მრავალფეროვანი და სიღრმისეული რეპორტინგი

Velis თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და მის პროგრამულ გადაწყვეტილებებს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ასეულობით ბიზნესი იყენებს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გადაწყვეტილებაა Singu FM.

თუ გსურთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ Singu FM-ის შესახებ და გაიგოთ თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს თქვენს ბიზნესს აღნიშნული პროგრამული გადაწყვეტა, იხილეთ სერვისის ვებგვერდი.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე