კახა კალაძე - მინდა, სიხარულით და სიამაყით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია, 6 000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი

მინდა, სიხარულით და სიამაყით გაუწყოთ, რომ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. ყველა დაზარალებული ოჯახი და ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც "ცენტრ პოინტის" პრობლემის მოგვარების მიზნით, მემორანდუმები გაფორმდება.

როგორ დედაქალაქის მერი აღნიშნავს, 6 000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის პერიოდი.

„ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი თემაზე, რომელიც ჩემი ოთხწლიანი მერობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 6 000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი, ემოციურია ძალიან ბევრი რამის გამო. დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ახლობელს, მეგობარს, ნათესავს პირდაპირ თუ ირიბად არ შეხებოდა ეს პრობლემა. და მაინც, ეს არის ქართველი ემიგრანტების მძიმე ისტორია. უბინაოდ დარჩენილი დედების, მამების, ბებიების, ბაბუების ისტორია. ამბავი საკუთარი პატარების აღზრდის ნაცვლად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამოქალაქეებზე. უდედოდ გაზრდილი პატარები უკვე დიდები არიან და კარგად აცნობიერებენ, რა გზა გაიარეს მათმა მშობლებმა.

ეს გზა ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ, ვნახეთ რა შედეგი მოაქვს ქაოტურ მშენებლობებს, როგორ ამახინჯებს ქალაქს დაუსრულებელი, ჩონჩხებად აღმართული შენობები და რაც მთავარია, რა კვალს ტოვებს ჩვენს ცნობიერებაზე ძალადობა საკუთარ ქალაქზე და საკუთარ მოქალაქეებზე.

ეს შესავალი იმისათვის გავაკეთე, რომ დღევანდელი ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე ახალი ამბავი, არამედ ამ ადამიანების თვალით, თითოეული დაზარალებულის თვალით დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პრობლემა. გაძლევთ პირობას, ეს არასდროს განმეორდება, არასდროს დაბრუნდება თბილისში ის განუკითხაობა, რასაც ადგილი ჰქონდა წლების წინ. რასაკვირველია, დღევანდელი ამბავი ეხება „ცენტრ პოინტის“ პრობლემას.

მინდა, სიხარულით და სიამაყით გაუწყოთ, რომ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. ყველა დაზარალებული ოჯახი და ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს. ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია, ვართ გარანტორი იმისა, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში. თბილისის მერიაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩვენმა გუნდმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, მიეღო გადაწყვეტილებები დაუსრულებელი ობიექტებისთვის და დაეშვა გამონაკლისები“,- აღნიშნავს კალაძე.

მისივე თქმით, კომისიამ განიხილა 50 ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა და დააკმაყოფილა 30-ზე მეტი მოთხოვნა, მათ შორის ისეთები, როგორიცაა- „სვეტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „აქსისი“ და სხვა წლობით დაუსრულებელი ობიექტი.

„ათასობით ოჯახს დაუბრუნა იმედი და დაუბრუნდა საკუთრება. თუმცა, პირველი დღიდანვე ცხადი იყო, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა თავისი სირთულით და მაშტაბებით უპრეცედენტოა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემებს, მაგრამ საბედნიეროდ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პრობლემებში ეძებენ შესაძლებლობებს და ასეთი გუნდი ვართ ჩვენ. „წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი". სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე პატარა კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახი, ამათაც დავაკმაყოფილებთ საცხოვრებელი ფართებით, არცერთი ადამიანი არ დარჩება უბინაოდ“,- აღნიშნავს კალაძე.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს