თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს - აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როცა აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ მათ აშანტაჟებდნენ

აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმ მოვლენებთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდგე მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი ჰყავდეთ დღესაც დაშანტაჟებული, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ, იგეგმებოდა კარტოგრაფ ივერი მელაშვილის ლიკვიდაცია და ზოგადად მნიშვნელოვანია თუ არა ამ ჩანაწერების გამოძიება, მინისტრი პასუხობს, რომ აღნიშნულ საქმეს კვალიფიკაცია წინასწარ არ უნდა მიეცეს.

“რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჭრილში ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ნუ აძლევთ თქვენ კვალიფიკაციას დანაშაულს წინასაწარ. ჩვენი საზოგადოებრივი ვალია, რომ ყველა მხარეს ადამიანის უფლებები დავიცვათ. კვალიფიკაციას ნუ მივცემთ სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის ნიშნებს. ვინ ჩაიდინა დანაშაული ამას დაადგენს სასამართლო და ბრალდების მხარე ბრალს წაუყენებს. თუ თქვენ ახლა ამის გამოყენება გნებავთ წინასწარ საარჩევნოდ და ეს გინდათ შეადაროთ გაუპატიურებული ხალხის ჩაწერას, ეს არის რადიკალურად, არსებითად სხვადასხვა შემთხვევა”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მინისტრიის თქმით, სამართლებრივ ჭრილში დანაშაულზე პასუხი ყველამ უნდა აგოს.

“რაც შეეხება წინასაარჩევნოდ ამ რიტორიკის გამოყენებას, აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმ მოვლენებთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს,იწერდნენ, შემდეგ მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი ჰყავდეთ დღესაც დაშანტაჟებული. თქვენ ნუ მისცემთ სამართლებრივ კვალიფიკაციას მოვლენებს, ამისთვის არსებობს კომპეტენტური უწყებები და ისინი მისცემენ ამას კვალიფიკაციას”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას უნდა დაველოდოთ თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები. “ნუ აიგივებთ ამ მოვლენებს იმ მოვლენებთან, რასაც სჩადიოდა წინა ხელისუფლება”, - განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს