ადვოკატის განცხადებით, გაერო-მ მეგის ქარდავა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას მისი ქართული მხარისთვის გადაცემა აეკრძალა

გაერო-მ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას მისი ქართული მხარისთვის გადაცემა აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მეგის ქარდავას ქართველმა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა დაუდასტურა.

მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მოწმობს იმას, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

„სამართლებრივად, სანამ ექსტრადიციის საკითხი არ გადაწყდება, საქართველოში სხდომები ვერ ტარდება. რაც შეეხება პროცედურებს, ჩემი შეფასებით, იმდენად თვალსაჩინო არის მის მიმართ პოლიტიკური დევნა, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფომ გადმოსცეს. ალბათ, სწორედ ეს დაინახა გაერო-მ და ამიტომ შეაჩერა ეს პროცედურა, რომელიც სრულიად უკანონოდ მიმდინარეობდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ძალაშია გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში და 3 თვის შემდგომ უნდა გაგრძელდეს პროცედურები.

„ამ 3 თვეში საქმეს გაერო-ც შეისწავლის და ალბათ, რაიმე რეკომენდაციას გასცემს“,-განაცხადა ველიჯანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმებოდა.

შეგახსენებთ, საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა