კახა კალაძე - სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა, ნამდვილად არ არის მისი განცხადებები საინტერესო

მიხეილ სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა და ნამდვილად არ არის საინტერესო მისი განცხადებები, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა, რომლის თქმით, პოლიციელებს ყველა საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია 1000 ლარი გახდეს.

კალაძის განცხადებით, მას საკუთარი გეგმები აქვს, რომლის განხორციელებას მოსახლეობას ჰპირდება.

„პირადად ყველა შეხვედრის დროს ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია, კონკრეტული დაპირებებით, კონკრეტული გასაკეთებელი პროექტებით. მოსახლეობას ვპირდები, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ ამბიციური გეგმის რეალიზებას აუცილებლად მოვახდენ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პოლიციელებს მოუწოდა, არ შეასრულონ „უკანონო ბრძანებები“. მისი თქმით, პოლიციელს ყველა საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია 1000 ლარი გახდეს.

როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მმართველობა მალე დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა