ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე - როცა სუს-ის უფროსის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელი იყო კონკრეტულად ამ მიმართულებაზე, მისი კადრია, ხოლო ის ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ეს არის სირცხვილი

როდესაც სუს-ის უფროსის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელი იყო კონკრეტულად ამ მიმართულებაზე, მისი კადრია, ხოლო ის ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ეს არის სირცხვილი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისთვის უცნობი იყო სუს-ის არქივში ფარული ჩანაწერების არსებობის ფაქტი.

კობახიძის თქმით, შეუძლებელია, რომ შს მინისტრად მუშაობის პერიოდში გიორგი გახარიას ამის შესახებ არ სცოდნოდა. მისი თქმით, გიორგი გახარიას გუნდის წევრს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, რომელიც 2021 წლის 2 მარტამდე სუს-ის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, აუცილებლად უნდა სცოდნოდა მსგავსი სახის ჩანაწერების არსებობის შესახებ.

„ხოჯევანიშვილი რას აკეთებდა, აქამდე პირდაპირ ეთქვა გახარიას, რადგან მისი კადრია. ეს უბრალოდ სირცხვილია. გაუგებარი ინფორმაცია ვრცელდება, ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს, რაზეც შფოთავენ კონკრეტული ტელევიზიების მენეჯმენტის წარმომადგენლები. რატომ ვერ გამოიწვიეს ინტერესი, იცით? იმიტომ, რომ სისულელეები ვრცელდება. ჯერ რატომ უნდა გააკეთო ასეთი ჩანაწერი? ვიღაცამ ვიღაცას რაღაც უთხრა, ვიღაცამ ვიღაცას წყალი გაატანა და ა.შ. ამაზე რატომ უნდა გააკეთო ჩანაწერი ან რატომ უნდა შეინახო? ეს არის გაუგებარი.ზოგი ჩანაწერების არსებობის ფაქტს სისტემურ ხარვეზს აბრალებს, მაგრამ არავითარი სისტემური ხარვეზი იქ არ არსებობდა. მე მჯერა ალეკო ხოჯევანიშვილის, მჯერა ყველა კადრის, რომელიც მაშინ დაინიშნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი