გიორგი ბურჯანაძე - მეორე სართულიდან ოპერატორის გადაგდებას, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს და აშუქებს მოვლენებს, არ ვიცი, რა სახელი დავარქვა

შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მათ შორის ფიზიკური. მეორე სართულიდან ოპერატორის გადაგდებას, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს და აშუქებს მოვლენებს, არ ვიცი, რა შეიძლება შევადარო, რა სახელი დავარქვა, - ასე ეხმიანება სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ქარელში, “ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ტელეკომპანია "მთავარის" ოპერატორი დაშავდა.

მისი თქმით, მედიის წარმომადგენელზე ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია.

„ჟურნალისტზე ნებისმიერი სახის ძალადობა, ვერბალურიც კი არის საშინელება, არაფერს ვამბობ ფიზიკურ ძალადობაზე. ძალიან შეშფოთებული ვადევნებდი თვალ-ყურს იმ საღამოს მედიაში განვითარებულ მოვლენებს. იმედი გვაქვს, გამოძიება კითხვებზე პასუხს გასცემს. შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მათ შორის, ფიზიკური, მეორე სართულიდან გადაგდება ჟურნალისტის, ოპერატორის, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს და აშუქებს მოვლენებს. არ ვიცი, რა შეიძლება ამას შევადარო, რა სახელი დავარქვა. ორი დღეა ვცდილობ სახელი მოვიფიქრო, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი. იმედს ვიტოვებ, რომ პასუხისმგებელი პირები გამოვლინდებიან და ნათელი მოეფინება ყველაფერს,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა