დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მედიაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მედიაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით.

როგორც დავით თვალაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის არ უნდა შეწყდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მონაწილე რომელიმე მხარეს პროცესი არ მოსწონს ან მის დღის წესრიგს არ შეესაბამება.

„ჩვენ კვლავაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მედიაცია ეფექტიანი ფორმატია მხარეების პოზიციების დაახლოებისა და საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად.

შესაბამისად, ჩვენი შეფასებით, მედიაციიდან „რიონის ხეობის მცველების“ გასვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ პროტესტში მონაწილე ზოგიერთი ორგანიზაციის მიზანი არა „ნამახვანის ჰესის“ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში ობიექტურად გარკვევა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის მიღება, არამედ მხოლოდ პროექტის უპირობო, ყოველგვარი საფუძვლისა თუ მიზეზის გარეშე გაჩერებას წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ მედიაციის დაწყებიდან დღემდე კარგად გამოიკვეთა, თუ ვის მიზნებშია „ნამახვანის ჰესის“ პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა“, - განაცხადა თვალაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, "რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფმა დღეს ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, დატოვონ მედიაციის ფორმატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა