ანა დოლიძემ ნაძალადევის მაჟორიტარად მიხალის ირემაძე წარადგინა

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ე.წ. ლოტკინის დასახლებაში, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მიხალის ირემაძე წარადგინა და მოსახლეობას რაიონის განვითარების ხედვა - „10 ნაბიჯი - მდიდარი და წარმატებული ნაძალადევისთვის“ გააცნო.

ანა დოლიძის თქმით, დედაქალაქის ხელმძღვანელობა მხოლოდ რამდენიმე ცენტრალურ უბანს აქცევს ყურადღებას.

„დღეს ჩვენ ვართ ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ლოტკინის დასახლებაში, სადაც, ფაქტობრივად, არ არსებობს არაფერი, რაც ქალაქის მოსახლეობას სჭირდება. არ არსებობს მწვანე სივრცეები, სპორტული მოედნები, რომ ბავშვებმა შუა ქუჩაში არ ითამაშონ, არ არის მოწესრიგებული ტრანსპორტი. პირიქით, აქ არის არაფორმალური ნაგავსაყრელი. ეს იმის ბრალია, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობა უყურებს მარტო რამდენიმე ცენტრალურ უბანს. როგორც მოსახლეობამ მითხრა - „ლოტკინი" მერიისთვის არ არსებობს". დღეს, სწორედ ამ უბანში წარვადგინე პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც მონაპოვარი იქნებოდა ყველა პარტიისთვის. იურისტი, მებრძოლი, აქტივისტი - მიხალის ირემაძე, რომელიც არის „ლოტკინზე“ დაბადებული, გაზრდილი და რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყოველთვის იქნება ამ უბნის და ამ მხარის ინტერესების დამცველი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

მიხალის ირემაძის თქმით, „ლოტკინის“ და ზოგადად ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის მთავარი ტკივილი არის ის, რომ ისინი მიტოვებულად გრძნობენ თავს.

„ლოტკინის“ მოსახლეობა ძალიან ხშირად ამბობს, რომ ეს უბანი ყოველთვის, ყველა ხელისუფლების მხრიდან მიტოვებულია. არადა ამ უბანს აქვს ყველა რესურსი იმის, რომ გახდეს ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი სივრცე თბილისის მასშტაბით. შევეცდები, ჩემი უბანი და მთლიანად ნაძალადევი, გახდეს პრიორიტეტი და აქ მცხოვრებმა მოსახლეობამ რეალურად იგრძნოს თავი დედაქალაქის ნაწილად. მე ვიქნები ყველა მოქალაქის უფლებების დამცველი და მათი ხმა თბილისის საკრებულოში," - აღნიშნა მიხალის ირემაძემ.

გიორგი კანაშვილი - თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, შედეგი ოპოზიციისთვის  მძიმე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გაიაქტიურეთ "სილქფესტის" საშემოდგომო შეთავაზებები შეუზღუდავად
მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა