ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

ოფიციალური დადგენილება პროკურატურამ ბრალდებულების ადვოკატს რამდენიმე წუთის წინ გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ძებნაში მყოფი პირების უფლებადამცველი აცხადებს, ის საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია, შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით მისთვის დეტალები უცნობია.

„ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და მასალების გადმოცემას ველოდები. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა.

მასალებს რომ გადმომცემენ დეტალები მერე მეცოდინება. ბრალდებულების ოჯახის წევრებს დავეკონტაქტები და გავიგებ სურთ თუ არა საგამოძიებო მოქმედებებში რაიმე განმარტება გააკეთონ“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა