პარლამენტის თავმჯდომარე მომხრეა, რომ ფარული მასალების გავრცელების საკითხზე რიგგარეშე სხდომა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩატარდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მომხრეა, რომ ფარული მასალების გავრცელების საკითხზე რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს, თუმცა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.

ამასთან, როგორც კუჭავამ აღნიშნა, შესაძლოა, ამ საკითხზე საჭირო იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნაც.

„ეს ის საკითხია, რაზეც საპარლამენტო სხდომა და მოსმენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს საკითხი არ შეიძლება უბრალოდ იყოს დახურული. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი, საგამოძიებო კომისიის შექმნაც შეიძლება გახდეს საჭირო, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მეორე საკითხია, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა.

არჩევნები მოახლოებულია. არჩევნებამდე სესიები არ ტარდება ხოლმე, მით უმეტეს, როდესაც ამდენად მაღალი პოლიტიკური ელფერის მიცემა უნდა ოპოზიციას ამ არჩევნებისთვის. ეს სხდომა ჩატარდება როგორც კი არჩევნები დამთავრდება. სხდომის მოწვევა შეუძლია დეპუტატთა 1/4-საც, თვითონ ოპოზიციაც ვერ აგროვებს საკმარის ხმებს, რომ ეს სხდომა მოიწვიოს. ეს მიუთითებს იმას, რომ ყველა ჩართულია წინასაარჩევნო მარათონში. რეგიონებში არიან კანდიდატები, ამიტომ კვორუმის შეკრების საკითხიც ცალკე სალაპარაკო რომ არ გახდეს, რომ იმ დროს მოიწვიეს რიგგარეშე, როდესაც ვერ დავესწრებოდით, ეს უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც არჩევნები დასრულდება. ეს საკითხი აუცილებლად იქნება დღის წესრიგში",- განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, "ლელოს" ინიციატივაა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოხდეს, სადაც სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს დაიბარებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა