ვატო შაქარიშვილი - მედიაში უნდა აიკრძალოს ცილისწამება, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ყალბი ამბების გავრცელება

მედიაში უნდა აიკრძალოს ცილისწამება, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ყალბი ამბების გავრცელება, რასაც საზოგადოება წლებია ხედავს ქართულ მედიასივრცეში, - ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროპაგანდა, ყალბ ცნობებს, ცილისწამებას, ადამიანის ცნობიერებაზე მანიპულირებას, ფსიქოლოგიურ თუ მორალურ წნეხსა და მასობრივი პანიკის დათესვის მცდელობას არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების და ჯანსაღი კრიტიკის ღირებულებებთან.

„TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ - სამი ტელევიზია მიზანმიმართულად, ყველანაირი ბინძური მეთოდით, მედია სტანდარტების და ეთიკური ნორმების დარღვევით ებრძვის ქართულ სახელმწიფოს და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. მათთვის მიუღებელია ნებისმიერი ალტერნატიული აზრი. სამივე ტელევიზიის მენეჯმენტი და დამფინანსებლები სხვადასხვა მძიმე დანაშაულებში არიან ბრალდებულები. ისინი მოპარული და კორუფციული „შავი ფულით“ აფინანსებენ ამ ტელევიზიებს. ცოტა ხნის წინ ე.წ. მედია რევოლუციონერებიც ვიხილეთ, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ ადამიანებს ხელისუფლების დამხობისკენ, ითხოვდნენ სასულიერო პირების გაპარსვას და დაპატიმრებას. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს კანონის და რეგულაციების გამკაცრების გზით“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს მსგავსი მიდგომის ევროპული გამოცდილება.

„კონკრეტულად, საფრანგეთმა უზრუნველყო საკუთარი მოსახლეობის დაცვა ყალბი ამბებისგან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროპული პრაქტიკა და კანონით უნდა განისაზღვროს სანქციები მედიის მხრიდან ადამიანის შეურაცხყოფაზე, ცილისწამებასა და ყალბი ამბების მიზანმიმართულ გავრცელებაზე. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფულადი ჯარიმები, ხოლო განმეორების შემთხვევაში - მაუწყებლობის შეზღუდვაც კი. სხვაგვარად შეუძლებელია არსებული მედია სტანდარტის გაუმჯობესება“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.

როგორც ის აცხადებს, ბრიფინგის დროს იყო პროვოკაციის მცდელობა. შაქარიშვილის თქმით, მას კონკრეტული ადამიანი გამოუგზავნეს, რომელიც შეურაცხმყოფელ რეპლიკებს აკეთებდა და ხელს უშლიდა ბრიფინგის გამართვას.

შაქარიშვილის განმარტებით, ადგილზე იმყოფებოდნენ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებიც და მათ აღნიშნულ პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი