აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკის სესხი საქართველოს ელექტროგადამცემ სექტორს გააძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა, რომლითაც მხარს დაუჭერს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისკენ მიმართულ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ოპერაციული სტრუქტურის, ქვეყნის ელექტროგადამცემი კომპანიისა და მისი შვილობილის კორპორატიული მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესების გზით.

ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორის, ევგენი ჟუკოვის განცხადებით, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას.

„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრამა მაგალითის მიმცემი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სხვა კომპანიებისთვის და ADB მზადაა მთავრობას დაეხმაროს ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად“, - აცხადებს ჟუკოვი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა