კახა კალაძე - ნიკა მელია გაიქცა, მაგრამ ვისურვებდი, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც დამარცხდება, არ გაიქცეს - ვიქნები ყველას, მათ შორის ნიკა მელიას მერი

სამწუხაროა, რომ ნიკა მელია გაიქცა, მაგრამ ვისურვებდი, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც დამარცხდება, არ გაიქცეს. პირობას ვაძლევ ყველას, რომ ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვებას.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" დაკავებულია დესტრუქციის მოწყობით და მისი თქმით, ნიკა მელიას მიერ თბილისის მერობის კანდიდატების დებატების დატოვებაც, ამის ერთ-ერთი მაგალითია.

"ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ძირითადად დაკავებულია დესტრუქციით, სამწუხაროა, რომ ის გაიქცა, მაგრამ ვისურვებდი, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც დამარცხდება, არ გაიქცეს. პირობას ვაძლევ ყველას და დღეს დებატებში ხაზი გავუსვი ამას, რომ ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი. ის სიკეთეები, რომელიც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროექტების სახით, ნიკა მელიაც, მისი ოჯახიც და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებიც მიიღებენ ბენეფიტს", - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა