კარლ ჰარცელი დიპლომატების მოსმენაზე - არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ახლო მეგობარი და პარტნიორი საქართველო, ჩართულია მსგავსი სახის აქტივობაში ჩვენს წინააღმდეგ

ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად, რომ ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც არის საქართველო, ჩართულია მსგავსი სახის აქტივობაში ჩვენს წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა იმის საპასუხოდ აღნიშნა, რომ შესაძლოა, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ელჩებსაც უსმენდეს.

მისი განმარტებით, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს ვენის კონვენციიდან გამომდინარე, რომელიც აწესრიგებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, სწორედ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით იყო გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში დაბარებული საქართველოს ელჩი ევროკავშირში.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თქვენ უკვე ნახეთ რეაქცია ბრიუსელიდან. ჩვენ ვიღებთ ამ შემთხვევებს ძალიან სერიოზულად, რადგან საბოლოო ჯამში, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს ვენის კონვენციიდან გამომდინარე, რომელიც, როგორც იცით, განსაზღვრავს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად, რომ ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც არის საქართველო, ჩართულია მსგავსი სახის აქტივობაში ჩვენ წინააღმდეგ. ამ მიზეზით გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო შეხვედრაზე ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში, იმისთვის, რათა პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომ ნაბიჯებზე იყო საუბარი.

შემიძლია დავაფიქსირო უფრო ზოგადი ხედვა ფარული ჩანაწერების გაჟონვასთან დაკავშირებით. მრავალმხრივი განხილვები მიმდინარეობს თავად გავრცელებულ ინფორმაციაზე, მათ შინაარსსა და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს. უნდა გაგრძელდეს დისკუსიები თვალთვალისა და მიყურადების ბუნებაზე, მათ ზომასა და მასშტაბზე და მინდა ყველას შევახსენო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშაოს საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ქვეყანას, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ტერორიზმთან, შპიონაჟთან და ეს ყველაფერი უნდა იყოს განხორციელებული ძალიან ფრთხილად, კონტროლის ქვეშ და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ეს ინსტიტუცია. ამასთანავე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლება. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და უნდა იყოს უფრო ფართო დისკუსიები პოლიტიკურ სპექტრთან, რადგან მიყურადება არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი,“ - განაცხადა ჰარცელმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო