ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას არ აქვს ინტელექტი, „ხულიგანია“ და ასეთების ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში არ არის - მან ცხოვრებაში პირველად, სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გაექცა დებატებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი შესაძლებლობები „ცხოვრებაში პირველად სწორად შეაფასა და დებატებს გაექცა“.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებს შორის დებატები დატოვა, კობახიძემ განაცხადა, რომ მელიას სათქმელი არაფერი აქვს.

„მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - მას სათქმელი არაფერი აქვს. მას არ აქვს არც ინტელექტი, ის არის „ხულიგანი“ და ასეთი ადამიანების ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში, დებატებში არ არის. შესაბამისად, მან ცხოვრებაში პირველად სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გაექცა დებატებს“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ „ლეიბორისტური პარტიის“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძეს მიუტანა ქილა, სადაც მისი თქმით, უფასო სასადილოს რაციონი იყო მოთავსებული, კობახიძე ამბობს, რომ დებატებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მისმა სატელიტებმა საკუთარი თავი წარმოაჩინეს“.

„ის პატარა პროვოკაციები, რომელიც გუშინდელ დებატებზე ვიხილეთ, ამ სატელიტების და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მონაწილეობით არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ სულისკვეთებისა, რითაც ეს პარტიები და ადამიანები გამოირჩევიან“,- განაცხადა კობახიძემ.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს