მამუკა მდინარაძე - ასე შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, როგორიც დღეს არის,  არასდროს ყოფილა

ასე შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუნდში დღეს ისეთი სიტუაცია, როგორიც მისი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში არ ყოფილა.

„ასე შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. თუ ადრე იყო ხოლმე, რაღაც პატარ-პატარა წინააღმდეგობები, შეიძლება ხანდახან სხვადასხვა არასასიამოვნო ფორმით დისკუსიებიც, რაც დაპირისპირება არ იყო და ამას ყოველთვის ვამბობდი. დღეს საბედნიეროდ არის ისეთი სიტუაცია, რომელიც პირადად მე რაც პოლიტიკაში ვარ ნამდვილად არ ყოფილა და ეს არის ძალიან კარგი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა