მამუკა მდინარაძე - თუ დადასტურდება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთან მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ეს ძალიან მძიმედ დაუჯდება „ნაცმოძრაობას“

თუ ის დადასტურდა, რომ საუბარია ადამიანზე, რომლის ქმედებაშიც ჩანს სავარაუდო დანაშაულის ნიშნები და თუ მას მართლაც აქვს ფსიქიკური პრობლემები, ეს იცოდნენ პროვოკატორებმა და მიზანმიმართულად აყენებდნენ მას უმძიმეს შეურაცხყოფას იმისთვის, რომ შემდეგ პროვოკაცია გამოეწვიათ, მაშინ ეს ძალიან მძიმედ დაუჯდება „ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დმანისის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უდიდესი ამორალურობა, თუმცა, ამ ინფორმაციას დადასტურება სჭირდება.

„გუშინ თქვენ გახსოვთ, როგორი მკაცრები და ხისტები ვიყავით ამ ქმედების ჩამდენთან მიმართებით, ეს ძალაში რჩება, მაგრამ თუ ის დადასტურდება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთან ჰქონდა მძიმე პროვოკაციას ადგილი, იმისთვის, რომ ეს პროვოკაცია შემდგარიყო იმ სერიების ფონზე, რაც ვერ მოახერხეს საბოლოო ჯამში, ეს ძალიან მძიმედ დაუჯდება "ნაცმოძრაობას", რა თქმა უნდა, პოლიტიკურ კონტექსტს ვგულისხმობ. ეს არის უდიდესი ამორალურობა რა ინფორმაციასაც ვიღებ, ოღონდ ამ ინფორმაციას ჯერ დადასტურება სჭირდება, მე დაზუსტებით ამაზე საუბარი ჯერ სამწუხაროდ არ შემიძლია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა