23 სექტემბრის 22:00 საათიდან 24 სექტემბრის 01:00 საათამდე ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

23 სექტემბრის 22:00 საათიდან 24 სექტემბრის 01:00 საათამდე ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ლ ენდ ლ“, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 101-ე კილომეტრზე-ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე აწარმოებს ლითონის მილის მოწყობის სამუშაოებს, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 23 სექტემბერის 22:00 სთ-დან 24 სექტემბრის 01:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა