კახა იმნაძე - საქართველომ გაეროს საჩუქრად გადასცა შესანიშნავად შესრულებული ხელნაწერი, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში

დღეს მართლაც ისტორიული დღეა. საქართველომ გადასცა საჩუქარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ეს არის შესანიშნავად შესრულებული ხელნაწერი, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა“, - ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ, საქართველოს მიერ გაეროსადმი ვეფხისტყაოსნის სამუზეუმო ეგზემპლარის საჩუქრად გადაცემის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საჩუქარი განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში, მე-2 სართულზე და ეს არის ფაქტიურად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი.

„ძალიან სასიხარულო ამბავია ეს საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დადის გაეროში, როგორც ოფიციალური დელეგაცია, ასევე უბრალოდ სტუმრები, ტურისტები. მათ აქვთ სპეციალური ტურები, რომ შემოვიდნენ და რა თქმა უნდა, ისინი ათვალიერებენ ამ საჩუქრებს. ის, რომ საქართველოს მხრიდან ასეთი საჩუქარია გამოფენილი, რომელიც ქართულ ხელნაწერს და ჩვენს ანბანს, ორიგინალურს, განსაკუთრებულს უსვამს ხაზს, როდესაც ასეთი სიძველე არის აქ წარმოდგენილი, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას. ეს საჩუქარი განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში, მე-2 სართულზე და ეს არის ფაქტიურად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. ამ დერეფანში არის ყველა ის ცნობილი დარბაზი, რომელიც ხალხმა იცის და მათ შორის, ჩვენ თუ მოვუხვევთ ამ საჩუქრის შემდეგ, შევდივართ სწორედ უშიშროების საბჭოს ცნობილ დარბაზში. ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უწევს უშიშროების დარბაზში შესვლა, გაივლის ამ საჩუქართან“, - აღნიშნა კახა იმნაძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია