შს მინისტრის მოადგილე სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „თანასწორობა ახლას“ მიერ შემუშავდა, რისთვისაც მინისტრის მოადგილემ პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა. სახელმძღვანელო მიზნად ისახავს სექსუალური ძალადობის საქმეების ხარისხიანი გამოძიებისათვის საჭირო ცოდნის, უნარების გაუმჯობესებას, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენებას და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებისთვის საქმეების ეფექტიანად მომზადებას.

ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა სექსუალური ძალადობის დანაშაულების გამოძიების თავისებურებებსა და ამ მიმართულებით მართლმსაჯულების ყველა ეტაპის გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით განხორციელების აუცილებლობაზე.

მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად, სახელმძღვანელოს შემუშავება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმძღვანელოს საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების თემაზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, სამინისტროს ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების 127 გამომძიებელი და 10 ტრენერი უკვე გადამზადდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი სპეციალიზებული გამომძიებლებით სრულად დაკომპლექტდება.

სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს პროექტის - „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის - „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვს“ (UNJP) და ორგანიზაცია „თანასწორობა ახლას“ ხელშეწყობით მომზადდა.

აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2020 წლიდან ხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა