მამუკა გიორგაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი დაპირისპირებებისა და დაძაბულობის გარეშე ჩაატაროს არჩევნები

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე, ხელისუფლებას მოუწოდებს, მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი დაპირისპირებებისა და დაძაბულობის გარეშე ჩაატაროს არჩევნები.

როგორც გიორგაძე აღნიშნავს, დმანისის რომელიღაც სოფელსა, თუ თბილისში მუშტიკრივი და დანების ტრიალი, არ არის პოლიტიკა. მისივე თქმით, „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი მიმდინარე დაპირისპირებებსა და კანონდარღვევებზე.

„თვალი რომ გადავავლოთ ბოლო წლებში მიმდინარე პრაქტიკას, დავრწმუნდებით, რომ პოლიტიკური ძალები ერთმანეთს პოლიტიკური ხედვებით კი არ უპირისპირდება, პოლიტიკური პროგრამებითა და კონცეფციებით კი არ ებრძვიან ერთმანეთს, არამედ ორგანიზებას უკეთებს ე.წ. ტექნიკურ თემებზე პოლარიზაციას, საზოგადოებრივ დაპირისპირებას და წარმოაჩენს, რომ თითქოს ეს არის პოლიტიკური ბრძოლა.

ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ დმანისის რომელიღაც სოფელში თუ თბილისში მუშტიკრივი და დანების ტრიალი, არ არის პოლიტიკა. მიუხედავად რიტორიკული განსხვავებებისა, ქმედებებით, ცხოვრების წესით, ადამიანთან დამოკიდებულებით, ან სახელმწიფო ინსტიტუციებთან დამოკიდებულებით, გაგვარკვიონ, რითი განსხვავდება „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ზოგადად, ე.წ. პროდასავლელები და პრორუსები ამ მიდგომებში რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასეთი დაპირისპირებები შედის ორივეს ინტერესში. ეს ხალხი ვერ გვთავაზობს ვერაფერს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ყოველთვის მოვლენებზე პასუხისმგებლობა და რეალური ნაბიჯების გადადგმის უფლება, აქვს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას. შესაბამისად, დღეს „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი მიმდინარე დაპირისპირებებსა და კანონდარღვევებზე, ხელისუფლებაა ვალდებული აღკვეთოს ეს უკანონობები. „სახალხო პარტია“ მოითხოვს ხელისუფლებისგან, გადამჭრელი ზომების მიღებას მსგავსი ინციდენტების აღსაკვეთად, რისთვისაც აუცილებელია უკვე მომხდარ მოვლენებში დამნაშავეთა უმკაცრესი დასჯა, რაც იქნება პრევენცია მომავალში ასეთი ქმედებების განმეორების. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ერთხელ მაინც ჩაატაროს ჯანსაღ გარემოში არჩევნები“,- აღნიშნავს გიორგაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა