ბესარიონ სიმონიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გურიის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლებისა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის საკითხებზე იმსჯელეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, სტიქიამ გურიის რეგიონის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სააგენტო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საწყის ეტაპზე, უსაფრთხო გარემოში, დროებით საცხოვრებლით უზრუნველყოფს. მომდევნო ეტაპზე კი, მათი გრძელვადიანი განსახლების საკითხი განიხილება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა