გიორგი ვაშაძე - ევროკავშირის დელეგაციის წინ და ზოგადად, ქვეყანაში ასეთი რამ რომ ხდება, კატასტროფაა, ძალიან ცუდია და საძაგლობაა

ვფიქრობ, რომ ევროკავშირის დელეგაციის წინ რაც ხდება და ზოგადად, ქვეყანაში ასეთი რამ რომ ხდება, კატასტროფაა, ძალიან ცუდია და საძაგლობაა, პირდაპირ ვამბობ , - ამის შესახებ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ეს არის იმ მძიმე გარემოს შედეგი, რაც ამ წინასაარჩევნოდაა. მე მაქვს მარტივი გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის: გინდათ მშვიდობიანი განვითარება, წინსვლა და საქმის კეთება? აგერ არის „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“, შემოხაზეთ ნომერი 1. შევარიგებთ ყველას, დავამშვიდებთ ყველაფერს და მივხედავთ ყველაფერს ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ელჩებთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე, პირველი, პირდაპირ გეტყვით, რომ ბოდიში მოვუხადე ევროკავშირის ყველა ელჩს იმისთვის, რაც ხდება საქართველოში, რომ მათ უსმენენ და უთვალთვალებენ. ბოდიში მოვიხადე და ვუთხარი, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი და ნება და ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის ის საერთაშორისო დანაშაული, რაც არის ჩადენილი. მეორე, რა თქმა უნდა, მოვუყევით იმ დარღვევებზე, რაც არის წინასაარჩევნოდ. სამტრედიაში ჩვენი კანდიდატი იყო გატაცებული და მოახსნევინეს კანდიდატურა და შემდგომ აღადგინეს ის უკან. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ დმანისზე და სხვა შემთხვევებზეც და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ვთხოვეთ, რომ იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ამ მძიმე პოლარიზებულ გარემოს ვერ გადავტეხავთ. საქართველო გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას და რაც არ უნდა ნაბიჯი გადადგას „ქართულმა ოცნებამ“ მას არ გაუვა ევროკავშირისგან გადახვევა. მათ გვითხრეს, რომ უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები არიან ჩამოსული და ის, რაც ხდება ძალადობის კუთხით, არის მიუღებელი”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა