გიორგი კალანდარიშვილი - ჩემს დღის წესრიგში პირველ საკითხად დგას არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარება - ეჭვებს და კითხვის ნიშნებს გავცემთ პასუხს გაკეთებული საქმეებით

ეჭვებს, კითხვის ნიშნებს მე და ადმინისტრაცია გავცემთ პასუხს, ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეებით და იმ შედეგებით, რომელიც 2 ოქტომბრის შემდგომ დაიდება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში " თავისუფალი სტუდია" განაცხადა.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, მისი მთავარი ამოცანაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, მის მიმართ არსებულ კითხვებს პასუხი 2 ოქტომბრის შედეგებით გაეცემა.

"ჩემს დღის წესრიგში პირველ საკითხად დგას არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და ამის ამბიცია ნამდვილად მაქვს. ამის მყარ საფუძველს იძლევა ის საარჩევნო რეფორმა, რომელიც მიშელის დოკუმენტის შესაბამისად განხორციელდა. ამის მყარ საფუძველს მაძლევს ის მნიშვნელოვანი აქტივობები, საქმიანობა, რომელიც 3 აგვისტოდან დღემდე განხორციელდა. საარჩევნო ადმინიტრაციის მხრიდან არსებობს სრული მზაობა და წინაპირობა იმის, რომ ეს არჩევნები, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

ამ ეჭვებს პასუხს გავცემთ ჩვენს მიერ გაკეთებული საქმიანობით, დღემდე არ არსებობს კითხვის ნიშნები ჩემს საქმიანობასთან მიმართებაში, ჩემს გარკვეულ აფილაციებთან ან რაიმე კავშირებთან რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან. მოვედი მაღალი დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ხარისხით ადმინისტრაციაში ამ პოზიციაზე. ამის კარგი დასტურია ის განვლილი გზა, რომელიც სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში გავაკეთე. დანარჩენს, ამ ეჭვებს, კითხვის ნიშნებს მე და ადმინისტრაცია გავცემთ პასუხს ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით და იმ შედეგებით, რომელიც 2 ოქტომბრის შემდგომ დაიდება, ვგულისხმობ ადმინისტრირების შედეგებს და არა პოლიტიკურს, რომელსაც ამომრჩეველი დადებს", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა