მიხეილ სარჯველაძე - 43% წითელი ხაზი არ არის! ამის ან კონსტიტუციური ან პოლიტიკური საფუძველი მითხარით

43% წითელი ხაზი არ არის! - ამის ან კონსტიტუციური, ნებისმიერი სხვა სამართლებრივი ან პოლიტიკური საფუძველი მითხარით, - აღნიშნული განცხადება დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით 43%-იან დათქმას ხელისუფლების მიტაცებად აფასებს.

"როგორ ან რატომ შეიძლება ეს არჩევნები რეფერენდუმის ფუნქციით იყოს აღჭურვილი?! პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ხელისუფლების მიტაცება. 43% საშიშროებას კი არ ქმნის, პოლარიზაციის ხარისხის გაზრდისა და პროცესების არანორმალურ კალაპოტში წარმართვისთვის გამოიყენება. ამიტომ არის ეს პრობლემური და არასწორი. 43%-ის მიღმა სალაპარაკო თემა არ დარჩათ, რათა ყურადღება მიიქციონ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს