თეა ახვლედიანი ტოივო კლაარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესი და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას, გათავისუფლების საკითხი.

მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და სამომავლო რაუნდის დროს განსახილველ საკითხებზე, რომელიც 12-13 ოქტომბერს გაიმართება. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგები და მშვიდობის შემდგომი მშენებლობის კუთხით შემუშავებული სამომავლო ხედვები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა