კახა კალაძე - დიპლომატიური კორპუსი თუ უფრო მეტად იქნება ჩართული და გააკეთებენ განცხადებებს იმ ძალადობაზე და დესტრუქციაზე, რაც სამწუხაროდ, ხდება, ეს მხოლოდ  მისასალმებელია

დიპლომატიური კორპუსი თუ უფრო მეტად ჩართული იქნება და გააკეთებენ განცხადებებს იმ ძალადობაზე და დესტრუქციაზე, რაც სამწუხაროდ, ხდება, ეს მხოლოდ მისასალმებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა.

„არამარტო მელიასთვის, ზოგადად, დიპლომატიური კორპუსი თუ უფრო მეტად ჩართული იქნება და გააკეთებენ განცხადებებს იმ ძალადობაზე და დესტრუქციაზე, რაც სამწუხაროდ, ხდება, ეს მხოლოდ მისასალმებელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იგივე აჭარაში მივარდნა, რა პროვოკაციებიც მოაწყვეს. ძალადობას არ აქვს გამართლება. რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით ჩართულები ამაში, დიპლომატიური კორპუსი თავისი მოწოდებებით, ჩვენ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომ ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, ეს ყველაფერი ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ.

სამწუხაროა, ის რასაც ვხედავთ. ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ და ერთადერთი კანდიდატი ვარ, ვინც რეალურად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ესაუბრება თბილისელებს იმაზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებ 4 წლის განმავლობაში. ოპონენტები რით არიან დაკავებულები?! სიძულვილი, ბოროტება, აგრესია“, - აღნიშნავს კალაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა