ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებმა განუცხადეს, ბავშვს სახლში რკინის კარი დაეცა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა.