ირაკლი კობახიძე - 2012 წლის შემდეგ რუსეთთან ჩვენი ენერგოდამოკიდებულობის ხარისხი არის რადიკალურად შემცირებული

2012 წლის შემდეგ რუსეთთან ჩვენი ენერგოდამოკიდებულობის ხარისხი არის რადიკალურად შემცირებული და ეს გამოიხატება კონკრეტულ ციფრებში, - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, დღეს საქართველო გაცილებით უფრო ენერგოდამოუკიდებელია.

„წინა ხელისუფლების დროს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხი ბევრად უფრო მაღალი იყო და დღეს არის ბევრად უფრო დაბალი, მაგრამ ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტად შემცირება და მთავარი ამოცანაა ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა. ამისთვის არის კონკრეტული გეგმა, ჩვენს 10-წლიან გეგმაში არის ასახული პრიორიტეტი და ჩვენი ამოცანაა დაახლოებთ 5 მილიარდ დოლარის ოდენობით ინვესტიციების მოზიდვა ენერგეტიკის მიმართულებით, რაც ითვალისწინებს ახალი შესაძლებლობების შექმნას ამ სფეროში და ეს აუცილებლად გაკეთდება. სამწუხაროდ, იყო პროცესები, რომელმაც ამ კუთხით მოკლევადიან პერსპექტივაში განვითარება შეაფერხა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ გეგმას და ეს მიზანი იქნება მიღწეული. ქვეყანას ექნება მაღალი ხარისხის ენერგოდამოუკიდებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა