რეჯეფ თაიფ  ერდოღანი - თურქეთი რუსეთიდან S-400 ტიპის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემის ყიდვას აპირებს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მოსკოვისგან დამატებით S -400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ მან CBS-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

,,მომავალში ვერავინ ჩაერევა იმაში, თუ რა თავდაცვის სისტემას ვიყიდით, რომელი ქვეყნისგან ან რა დონის იქნება ეს სისტემა. მხოლოდ ჩვენ შეგვეძლება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. დიახ, ჩვენ ვიყიდით S-400-სს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, მან აშშ-ს პრეზიდენტთან ისაუბრა F-35 თვითმფრინავების შესყიდვაზე, რაშიც 1.4 მილიარდი დოლარი გადაიხადეს, თუმცა თვითმფრინავი ჯერაც არ მიუღიათ.

,,ჩვენ გვსურდა მათგან თავდაცვის სისტემა გვეყიდა, თუმცა უარი გვითხრეს. თქვენ არ მომყიდეთ თავდაცვის სისტემა, ასე რომ, სხვა ქვეყნებისგან ვიყიდი მას. მაშინ ვერავინ ჩაერევა“ , - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა აშშ ამის შემდეგ თურქეთს ენდოს, ერდოღანმა უპასუხა, რომ მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს ვერავინ გაიზიარებს.

,,როგორ უნდა მივიღოთ აუცილებელი ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად? იმ ქვეყნისგან ველოდოთ თავდაცვის სისტემის მოწოდებას, რომელიც ამაზე უარს გვეუბნება?“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია