„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს ინოვაციურ იპოთეკურ პროდუქტს - გარანტირებულ შენაძენს სთავაზობს

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, „გარანტირებული შენაძენი“ „საქართველოს ბანკის“ ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. მათივე ცნობით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაწევას არ საჭიროებს. შეთავაზება ვრცელდება როგორც ბინის იპოთეკით, ასევე საკუთარი ფულით შეძენაზე და ის ბინის სრულ ღირებულებას მოიცავს.

პროდუქტით სარგებლობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამითაც, რომელსაც საქართველოს ბანკი, დეველოპერული სფეროს მხარდაჭერის, მომხმარებლისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით შეუერთდა. დამატებითი ინფორმაციისთვის და შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს:https://bit.ly/3kJyqaN

„ბინის შეძენისას არაერთ დეტალზე გვიწევს დაფიქრება - მშენებარე პროექტს მივანიჭოთ უპირატესობა თუ ახალაშენებულს, რომელ დეველოპერულ კომპანიას ვენდოთ და ა.შ. იმისათვის, რომ მომხმარებელს გავუმარტივოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თანაც ისე, რომ მეტი სიმშვიდე იგრძნოს, შევქმენით ახალი პროდუქტი.ინიციატივის ფარგლებში მომხმარებელი აღნიშნულ სქემაში ჩართული დეველოპერული კომპანიებისგან შეძლებს გარანტირებული შენაძენის გაკეთებას, რაც ზრდის მომხმარებლის დაცულობასა და სანდოობას. მეორეს მხრივ, ეს დეველოპერებისთვის არის ერთგვარი შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და კიდევ უფრო კომფორტული და საიმედო გახადონ მომხმარებლისთვის ბინის შეძენის პროცესი“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

„აღნიშნული ინიციატივით ბანკი, როგორც საიმედო პარტნიორი, მხარდაჭერას უცხადებს დეველოპერებს და აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი და შესაბამისად, დეველოპერული სექტორი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პირველი პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% საქართველოს ბანკზე მოდის. ამჟამად ბანკი 360-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 430-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს